საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 544 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში ჩატარდა 18 244 ტესტი.  გამოჯანმრთელდა 469 ადამიანი.

“რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ახალი 544 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 226
  • აჭარა – 29
  • იმერეთი – 78
  • ქვემო ქართლი – 23
  • შიდა ქართლი – 43
  • გურია – 26
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57
  • კახეთი – 38
  • მცხეთა – მთიანეთი – 6
  • სამცხე – ჯავახეთი – 13
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 953, აჭარაში – 171, იმერეთში – 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში – 198, აჭარაში – 49, იმერეთში – 116.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში – 96, აჭარაში- 6, იმერეთში – 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 – თბილისში, 152 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, ხოლო აჭარაში – 110.
6 ოქტომბრიდან – 9 თებერვლის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია  22 715 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 539 პირი, აჭარაში – 684, იმერეთში – 1 410“, – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 263 601 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 255 385 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 311 გარდაიცვალა.