ახალი ამბები

“დაუმორჩილებლობის მარშის” 19 მონაწილის მიმართ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

9 თებერვალი, 2021 • 544
“დაუმორჩილებლობის მარშის” 19 მონაწილის მიმართ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “დაუმორჩილებლობის მარშის” 19 მონაწილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საუბარია 6 თებერვლის აქციის მონაწილეებზე, რომლებმაც აქცია ე.წ. კომენდანტის საათის დროს გამართეს.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 51 მოქალაქე, რომელთაგან 8-ს 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, 24-ის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეა წარმოება დაწყებული.

გარდა ამისა, 19 პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 248 პრიმა მუხლით. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პირებმა გადაადგილების შეზღუდვა მეორედ დაარღვიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი