თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, კაცს ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
