ახალი ამბები

სკოლებში, მეხუთე კლასიდან ზემოთ, პირბადე სავალდებულო იქნება – მინისტრი

9 თებერვალი, 2021 • 937
სკოლებში, მეხუთე კლასიდან ზემოთ, პირბადე სავალდებულო იქნება – მინისტრი

ყველა სკოლაში, დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება: ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიდგება სკოლებს და ისინი მოახდენენ კომუნიკაციას მშობლებთან. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც გვაქვს”, – აღნიშნა მან.

15 თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში სწავლა სკოლის შენობებში განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი