ახალი ამბები

მოვითხოვთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ბრიტანეთის საელჩო

8 თებერვალი, 2021 • 815
მოვითხოვთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ბრიტანეთის საელჩო

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. განცხადებაში დიდი ბრიტანეთი მოითხოვს საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს  ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება უნდა შეეძლოს.

გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადება, საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთასთან…

Posted by British Embassy Tbilisi on Monday, February 8, 2021

“გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”,-წერია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

2021 წლის 5 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი