გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 12 თებერვლამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
სააგენტოს თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით 16-18 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.