აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია შსს-ს თანამშრომლებისთვის დაიწყო.
პირველ ეტაპზე, ოფიციციალური ცნობით, პოლიციელები და სწრაფი რეააგირების დანაყოფების წარმომადგენლები აიცრებიან – ისინი, ვინც მოწინავე ხაზზე არიან და მოქალაქეებთან უშუალო შეხება უწევთ.
აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანმა აღნიშნული ვაქცინის 4 მილიონი დოზა იყიდა. თუმცა, ზუსტი რიცხვი, რამდენი მოქალაქე აიცრა, ამ ეტაპზე უცნობია.
ერდოღანი კორონავირუსის ჩინური ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა