ახალი ამბები

ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია დაიწვა – ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია

8 თებერვალი, 2021 • 738
ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია დაიწვა – ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული და სხვა მაღაზიებზე გადასვლის საფრთხე არსებობდა, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე.

სიტუაციის შეფასების შემდეგ ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა” ,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი