ახალი ამბები

ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

8 თებერვალი, 2021 • 580
ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყება წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.

შსს ამბობს, რომ პირი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი