ახალი ამბები

ბათუმში დაპირისპირების შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნის გადადგომას ითხოვენ

7 თებერვალი, 2021 • 8141
ბათუმში დაპირისპირების შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნის გადადგომას ითხოვენ

წუხანდელი დაპირისპირებისა და პოლიციის მიერ 11 ადამიანის დაკავების შემდეგ, ოპოზიცია და აქციაზე მყოფი ადამიანები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გადადგომას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, წუხელ, 6-7 თებერვლის მიჯნაზე, ბათუმის აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.

აქციები თბილისსა და ბათუმში იმართებოდა და მისი მიზანი იყო მთავრობის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის [21:00-დან 05:00 საათამდე] დემონსტრაციული დარღვევა და სხვა შეზღუდვების გაპროტესტება.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავს უფლებას აძლევს და სასტიკად არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს“, – თქვა 7 თებერვალს ერთ-ერთმა ბათუმელმა ოპოზიციონერმა, ენმ-ის წარმომადგენელმა ბონდო თედორაძემ.

მისი თქმით, პოლიციამ ძალას გადაამეტა და ამიტომ, მათი უპირველესი მოთხოვნაა, „დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა აჭარის პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილმა“.

აქტივისტების თქმით, სანამ ჭედიშვილი არ დატოვებს თანამდებობას, გააგრძელებენ მისი გადადგომის მოთხოვნას.

აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.