ახალი ამბები

404 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი – 7 თებერვალი

7 თებერვალი, 2021 • 963
404 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი – 7 თებერვალი

7 თებერვლის დილის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 573 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 252 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 321 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 404 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 024-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 253 614-მდე.

ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 283 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 30, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 020, აჭარაში – 179, იმერეთში – 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში – 215, აჭარაში – 44, იმერეთში – 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში – 95, აჭარაში- 5, იმერეთში – 18. 294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 116 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 216, ხოლო აჭარაში – 144.

სულ 6 ოქტომბრიდან 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 609 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 277 პირი, აჭარაში – 788, იმერეთში – 1 545.

მასალების გადაბეჭდვის წესი