„გაუქმდეს კომენდანტის საათი“, „გაიხსნას სასწავლო და სახელოვნებო სივრცეები“, „მიეცეს ბიზნესს მუშაობის საშუალება რეგულაციების დაცვით“, – ამ ლოზუნგებით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მოძრაობა „სოცაფეთქება“ მართავს. მოძრაობა სხვადასხვა ორგანიზაციას და ბიზნესსუბიექტს აერთიანებს.
აქციის მონაწილეები დღეს ასევე აპირებენ გიდების საფეხმავლო ტურის მოწყობას, ანიმატორთა პროგრამის ჩვენებას ბავშვებისთვის, პერფომანსებს, ინსტალაციებს, სუვენიერების გამოფენა-გაყიდვას.
„სოცაფეთქება – სამოქალაქო საზოგადოების სახალხო პროტესტი გრძელდება!… ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხელისუფლების მიერ არაკონსტიტუციური და გადაჭარბებული აკრძალვებით დაზარალებულ ყველა სექტორს და მათი მხრიდან, შაბათს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის განხორციელების პარალელურად ვგეგმავთ მათ მხარდასაჭერ აქციას!“ – აღნიშნულია „სოცაფეთექების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
___
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთელს ქვეყანაში 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილება აკრძალული აქვს ყველას, გარდა იმ პირების, ვინც სპეციალური საშვით სარგებლობს.