პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 261 620 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 252 815 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 269 გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ინფორმაცია პლატფორმა stopcov.ge-ზე განთავსდა.
პლატფორმის მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 569 ადამიანი და ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით.
“რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.74%” – აღნიშნავს უწყება.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 246
- აჭარა – 30
- იმერეთი – 101
- ქვემო ქართლი – 16
- შიდა ქართლი – 21
- გურია – 30
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77
- კახეთი – 54
- მცხეთა-მთიანეთი – 9
- სამცხე-ჯავახეთი – 10
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510, საიდანაც: 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 033, აჭარაში – 182, იმერეთში – 456.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 509 პირი, მათ შორის, თბილისში – 216, აჭარაში – 40, იმერეთში – 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141 პირი, მათგან თბილისში – 100, აჭარაში- 5, იმერეთში – 14. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 117 – აჭარაში, 11 – იმერეთში.
2 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აღნიშნავს მთავრობა.








