ახალი ამბებირეკლამა

როგორ შევარჩიოთ საოჯახო ტექნიკა

5 თებერვალი, 2021 •
როგორ შევარჩიოთ საოჯახო ტექნიკა

საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონული მოწყობილობები ნებისმიერი სახლის განუყოფელი ნაწილია დღესდღეობით. ჩვენს ირგვლივაა ტექნოლოგიური ინოვაციები და გამოგონებები, რომელთა გარეშე წარმოუდგენლად გვეჩვენება ცხოვრება და საოჯახო საქმიანობა. 

დიდი რაოდენობის მოწყობილობებს შორის გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი – ტექნიკის კატეგორიები, რომელთაც შესაბამისი დასახელება და დანიშნულება გააჩნია. ძირითადად, საოჯახო ტექნიკა კლასიფიცირდება მსხვილ და წვრილ ტექნიკად, რომლებიც თავის მხრივ ქვეკატეგორიებადაა დანაწილებული.

მსხვილ საოჯახო ტექნიკაში შედის მაცივრები, სარეცხი მანქანები, გაზის და ელექტრო ღუმელები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, საშრობი.

წვრილ საოჯახო ტექნიკას განეკუთვნება ბლენდერი, მულტისახარში ქვაბი, წვენსაწური, მიქსერი, სამზარეულოს კომბაინი, ხორცსაკეპი მანქანა, პურის საცხობი, მტვერსასრუტი, ყავის აპარატი, თავის მოვლის ნივთები – ფენი, თმის უთო, წვერსაპარსი, ტრიმერი, თმის საკრეჭი და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა კლიმატური ტექნიკა. მასში შედის პრაქტიკულად ყველა მოწყობილობა გათბობა-გაგრილებისთვის, აგრეთვე წყლის გამაცხელებლები: ცენტრალური გათბობის ქვაბი, წყლის გამაცხელებელი, კონდიციონერი, ვენტილატორი, სხვადასხვა ტიპის რადიატორი, ჰაერის დამატენიანებელი და გამოსაშრობი მოწყობილობები, თერმომეტრი და ყველა მსგავსი ტიპის ტექნიკა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ჩასაშენებელი ტექნიკა, რომლებიც განთავსდება სამზარეულოს კედლებში ან სახლის სხვა ნაწილებში შესაბამისად გამოყოფილ სივრცეში. 

დანიშნულების მიხედვით საოჯახო ტექნიკა შემდგენაირად არის გადანაწილებული:

  • სამზარეულოს მოწყობილობები: მაცივარი, ხორცსაკეპი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ქურა, პურის საცხობი, ტოსტერი, მიქსერი, ბლენდერი, წვენსაწური;
  • საზომი ტექნიკა – თერმომეტრი, სასწორი, საათი;
  • ტექნიკა დასუფთავებისთვის –  მტვრის გამწოვი და მტვერსასრუტი;
  • კლიმატური ტექნიკა – ჰაერის დამატენიანებელი, ვენტილატორი, კონდიციონერი, გამათბობელი;
  • მოწყობილობები ტანსაცმლის მოვლისთვის: უთო, სარეცხი მანქანა;
  • სხვა – სანათი მოწყობილობები, ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ.

გაცილებით რთულ სისტემებს მიეკუთვნება სახლის კინოთეატრი და აკუსტიკური მოწყობილობები, ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა, გეიმინგ-კონსოლები.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ტექნიკა? – დაუსვით კომპეტენტურ პირებს რაც შეიძლება მეტი შეკითხვა. და რაც უფრო სპეციფიკურია ისინი: „საღებავი ხომ არ გადადის? “,” დარჩება ლაქები გამჭვირვალე მინაზე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვის შემდეგ? “,” რისთვის არის ეს ფუნქცია? ” –  მით უკეთესი.

შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია, გადაწყვიტეთ რომელი მოდელი აირჩიოთ. ყურადღებით გაითვალისწინეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რათა მიიღოთ ყველაზე გონივრული და სწორი გადაწყვეტილება. შემდეგ კი თამამად შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი ტექნიკის სავაჭრო ობიექტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი