ახალი ამბები

მეტროსადგური გოცირიძე 3 თვით იკეტება – მერია

5 თებერვალი, 2021 • 1975
მეტროსადგური გოცირიძე 3 თვით იკეტება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებისთვის 3 თვის განმავლობაში დაიკეტება. მიზეზი აქ მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

როგორც მერია აცხადებს, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან.

თბილისის მეტრო, დედაქალაქის სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია. მიზეზი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

“თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი