საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 498 ადამიანი და ჩატარდა 16 808 ტესტი, მათ შორის 9 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 645 – PCR ტესტით.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.75%“, – ამბობენ უწყებაში.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 227
  • აჭარა – 25
  • იმერეთი – 83
  • ქვემო ქართლი – 35
  • შიდა ქარტლი – 44
  • გურია – 16
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60
  • კახეთი – 31
  • მცხეთა-მთიანეთი – 9
  • სამცხე-ჯავახეთი – 6
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –    1 078, აჭარაში – 188, იმერეთში – 463.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 45, იმერეთში – 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში- 6, იმერეთში – 16.

274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 182 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის თქმით, ამ ეტაპზე 2 927 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საცოხვრებელ ბინაზე, საკარანტინო სივრცეებში კი მოთავსებულია 478 ადამიანი. ამასთანავე, თვითიზოლაციაშია 14 734 პირი.

საქართველოში კორონავირუსის 261 018 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 252 246 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 258 გარდაიცვალა.