სიღნაღში, დამწვარ მანქანაში, შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცის დამცვარი ცხედარი დღეს დილას აღმოაჩინეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.