ახალი ამბები

ფოთში შუახნის კაცი ჩაცხრილეს

4 თებერვალი, 2021 • 922
ფოთში შუახნის კაცი ჩაცხრილეს

ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან შუახნის კაცი ჩაცხრილეს.

ადგილობრივი ტელეკომპანია “მეცხრე ტალღის” ცნობით, კაცს ცხრა ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც შვილთან ერთად მომსახურების სააგენტოს შენობაში შედიოდა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს თანამშრომლები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს.  გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: “მეცხრე ტალღა”

მასალების გადაბეჭდვის წესი