სხვა ოპოზიციური ფრაქციის, “აყვავებული სომხეთის” წარმომადგენლებიც უკმაყოფილო არიან რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით.
ნაირა ზოგრაბიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ამჟამად უნდა იხილებოდეს სამხდრო ტყვეების, დეპორტირებულების, ომის შემდეგ საზღვრისპირას მოქცეული სოფლებისა და მათი მოსახლეობის საკითხები, თუმცა ხელისუფლებას, პირველ რიგში, სურს, რომ როგორმე გაზარდოს იმ მოსამართლეთა რიცხვი, რომლებიც დაპატიმრებაზე სანქციებს გასცემს”.
კანონპროექტი სასამართლო კოდექსში ითვალისწინებს მინიმუმ 17 მოსამართლის შტატის შექმნას, რომლებიც იმუშავებენ უშუალოდ დაპატიმრების შუამდგომლობებსა და ძებნის განხილვაზე. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სპეციალიზირებულ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით სისტემა ნაკლებად გადაიტვირთება და შემცირდება განხილვის ვადებიც.