ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

4 თებერვალი, 2021 • 1201
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა ქემოკლიძე დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

დღემდე ქემოკლიძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა.

2012 – 2018 წლებში შსს-ს და სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეს პოსტი ნათია მეზვრიშვილმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი