ახალი ამბები

N10 დაწესებულების პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

4 თებერვალი, 2021 • 751
N10 დაწესებულების პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

N10 დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება გუშინ, 3 თებერვალს მიიყენა, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში გააყვანეს, ამის შემდეგ კი ისევ ციხეში დააბრუნეს. პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ პატიმარს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება არ ექცევა.

“მსჯავრდებულმა მუცლის კედლის წინა ზედაპირზე მიიყენა 5 მილიმეტრი სიღრმის დაზიანება. მას ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო მომსახურება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ. დაზიანების შემდგომი დამუშავების მიზნით იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, დამატებითი კვლევები, ჭრილობაზე დაედო ნაკერი, რის შემდეგაც [მსჯავრდებული] დაუბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილს”,-აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს ძარცვისთვის იხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი