ახალი ამბები

ჩატარდა 15 792 ტესტი, გამოვლინდა 688 ახალი შემთხვევა — 3 თებერვალი

3 თებერვალი, 2021 •
ჩატარდა 15 792 ტესტი, გამოვლინდა 688 ახალი შემთხვევა — 3 თებერვალი

ბოლო 24 საათში საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 792 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 579 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 213- PCR ტესტით.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 788 პირი და, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 251  077-მდე გაიზარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 295,
  • აჭარა – 23,
  • იმერეთი – 126,
  • ქვემო ქართლი – 31,
  • შიდა ქართლი – 45,
  • გურია – 32,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69,
  • კახეთი – 50,
  • მცხეთა-მთიანეთი – 7,
  • სამცხე-ჯავახეთი – 7,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც 2 384 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  153 პირი იმყოფება. ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე 2 897 პირი გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 259 897-ს შეადგენს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 221 პირი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი