ახალი ამბები

ხაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

2 თებერვალი, 2021 •
ხაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ხაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა.

ცეცხლმოკიდებული სახლის ვიდეოკადრები “მთავარმა არხმა” გაავრცელა. ვიდეოში ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ისინი სახანძროს სულ მცირე 40 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სახანძრო “მაქსიმალურად შესაძლებელ დროში მივიდა”, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რამდენი დრო დასჭირდა სამაშველო ჯგუფს კონკრეტულ ადგილამდე მისასვლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი