ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ გაიხსნა აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი შტაბი

2 თებერვალი, 2021 • 812
რატომ გაიხსნა აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი შტაბი

აფხაზეთში მოქმედმა რამდენიმე პრორუსულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სოხუმში გახსნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი შტაბი.

“ეს არის სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულებების, თუმცა საერთო სამოქალაქო პოზიციისა და იდეის მქონე ადამიანების გაერთიანება რუსეთის პრეზიდენტის, რუსეთსა და აფხაზეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის გარშემო”, – ვკითხულობთ შტაბის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

შტაბის ინფორმაციითვე, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობაც დაფუძნდება, რომელსაც საზოგადოებრივი მიმღები ექნება.

“მიმდინარე საერთაშორისო ვითარება და აშშ-ის უხეში ჩარევა რუსეთის შიდა საქმეებში, ასევე, ღია მხარდაჭერა პროდასავლელი “ოპოზიციონერის”, ნავალნის მიმართ, რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესასუსტებლად, გვავალდებულებს ჩვენ, აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებს, ვიყოთ კონსოლიდირებული.

ვაშინგტონი, მათი პროამერიკელი და NATO-ს ვირთხები საქართველოში რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე ოცნებობენ. მათ სჭირდებათ ქაოსი და დესტაბილიზაცია რუსეთში და ამერიკის “მარიონეტის” მოსვლა, რათა დაამხონ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძლიერი რუსეთი  და ძალით შეიპყრონ ჩვენი აფსნი. ასევე, სურთ, რომ რუსეთმა უარი თქვას ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებაზე და რუსული ჯარი რესპუბლიკიდან განდევნონ”, – ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი