დღეს, 31 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ახალი ადამიანები წარადგინა, რომლებიც პარტიას შეუერთდნენ. ესენი არიან:
- ნონა მამულაშვილი, (დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი)
- ნიკა ობოლაძე, (იურისტი, მანამდე მუშაობდა “მთავარ არხში” ანალიტიკოსად)
- გიორგი თარგამაძე, (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი)
- რეზო ჩომახიძე, (ყოფილი წყალბურთელი, დიპლომატიური ეკონომიკის მაგისტრი)
- სოფო ჯაფარიძე, (ჯანდაცვის მიმართულება, ფეისბუკ-პლატფორმა medguide-ის დამფუძნებელი)
- მანუჩარ ახალაია, (სამართალმცოდნეობის მაგისტრი)
- ბარბარა ჯიმელი, (საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი)
- ანა გოგოლაძე, (საჯარო მმართველობის მაგისტრი)
- ზვიად ქვლივიძე, (ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი)
- ბაჩო დოლიძე, (პოლიტიკური მარკეტინგის მენეჯერი)
- გიორგი ხვედელიანი (პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი)
- გიორგი ჩალაძე, (იურისტი, გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი)
ნიკა მელიას განცხადებით ეს მხოლოდ დასაწყისია და პარტია საზოგადოებას უფრო მეტ სიახლეს წარუდგენს.