ახალი ამბები

ფოთი-სენაკის გზაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

30 იანვარი, 2021 • 786
ფოთი-სენაკის გზაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამეგრელოში, ფოთი-სენაკის დამაკავშირებელ გზატკეცილზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ვტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი