ახალი ამბები

ქუთაისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ – შსს

30 იანვარი, 2021 • 1041
ქუთაისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, “ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ცხელ კვლაზე დააკავეს 2000 წელს დაბადებული ტ.ა. მას ბრალად ედება ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი