ახალი ამბები

არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

30 იანვარი, 2021 • 666
არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასწრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრზე ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით სენაკში 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ოჯახის წევრეს, მათ შორის არასრუწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამასთან, შსს-ს ცნობიღ, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი