ახალი ამბები

მელაშვილის საქმიანობა მოთხოვნილი მიწების აზერბაიჯანისთვის გაფორმებაზე დაიყვანება – საპატრიარქო

30 იანვარი, 2021 • 873
მელაშვილის საქმიანობა მოთხოვნილი მიწების  აზერბაიჯანისთვის გაფორმებაზე დაიყვანება – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საპატიმროდან გათავისუფლებას და მელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს:

“სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს”.

ამასთან, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვავეაში თუ სახელმწიფო ივერი მელაშვილის მხრიდან ბრალის აღიარებაზე საუბრობს, მათთვის გაუგებარია მელაშვილის “ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წითებიდან”.

“კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი… კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე

როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს… და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, საპატრიაქრო წერს, რომ დავით-გარეჯის საქმეში მნიშვნელოვანი არა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა, არამედ ის არის, ნამდვილად ასხვისებს თუ არა ის სახელმწიფო მიწებს.

“პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი”, – წერს საპატრიარქო.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ივერი მელაშვილიც. “ტელეკომპანია პირველთან” საუბრისას, მელაშვილმა თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს “ერი იქნება თუ ბერი”, ყველა უნდა დაუკვირდეს საკუთარ ნამოქმედარს და განცხადებას.

“ბერი ვახსენე იმიტომ, რომ ერთი სასულიერო პირისგან, შემდეგ მეორისგან მომისმენია და ვისმენ განცხადებას ისეთს, რომელიც მათ არ ეკადრებათ. როგორ არ გავცე პასუხი, როდესაც სასულიერო პირი გახსნის რუკას და იწყებს მსჯელობას რაღაც ოქნემბზე, მასალებზე და თავის აზრს ახვევს საზოგადოებას. რამდენად გააჩნია კომპეტენცია თითოეულ მათგანს. მამა კირიონს თავი როგორ წამოუდგენია არ ვიცი, რამდენად პროფესიონალია ამ საკითხში არ ვიცი, ისეთი განცხადებები მომისმენია მისგან და თუნდაც ჩვენებები წამიკითხავს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს ძალიან რბილად რომ ვთქვა”, – განაცხადა მელაშვილმა.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი