ახალი ამბები

დეკანოზი თადეოზ სარალიძე სასჯელის სახით მონასტერში გაამწესეს

29 იანვარი, 2021 • 1553
დეკანოზი თადეოზ სარალიძე სასჯელის სახით მონასტერში გაამწესეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც ქადაგებაში ქსენოფობიური, ბავშებისადმი სიძულვილის შემცველი გზავნილები და კოვიდზე მითები გაახმიანა, სასჯელის სახით გარკვეული ვადით მონასტერში გაამწესეს:

“საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ეკლესიის წინამძღვარი ქადაგებაში ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ლანძღავდა, ბავშვების მიმართ სიძულვილის გზავნილებს ახმიანებდა, COVID-19-თან დაკავშირებით კი კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა. დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება 24 იანვრით თარიღდება. ქადაგების ვიდეო “ფეისბუქში” აიტვირთა. მოგვიანებით  ეკლესიის გვერდმაც გააზიარა.

ქსენოფობია, სიძულვილის გზავნილები ბავშვებისადმი და მითები კოვიდზე – დეკანოზ სარალიძის ქადაგება

მასალების გადაბეჭდვის წესი