უკანასკნელი, 28 იანვრის სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ოფიციალური ცნობით, ყარაბაღის ტერიტორიაზე კიდევ რვა სამხედრო პირის ცხედარი აღმოაჩინეს.
ცხედრები იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზას გაივლის.
ამ დრომდე ყარაბაღის ტერიტორიაზე, ოფიციალური ცნობით, 1329 ცხედარი იყო აღმოჩენილი, მათ შორის -15 სამოქალაქო პირის.
ცხედრების აღმოსაჩენად სამძებრო საქმიანობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
მთიან ყარაბაღში უკანასკნელი, 44- დღიანი ომი 2020 წლის 9 ნოემბერს სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა. რუსეთი შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ისინი არიან ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესშიც.