ვანში  ადამიანის დაჭრის გამო ერთი პირი დააკავეს. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, დაკავებულია ტაქსის მძღოლი, რომელმაც მეორე ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

მათივე ცნობით,  ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.