ახალი ამბები

არ მინდა, ვინმე პარლამენტში შევიდეს და თქვას, ეს რომ გამოუშვეს, მაგიტომო – მელაშვილი

28 იანვარი, 2021 • 949
არ მინდა, ვინმე პარლამენტში შევიდეს და თქვას, ეს რომ გამოუშვეს, მაგიტომო – მელაშვილი

„დამოკიდებულება, „ივერი მელაშვილს თუ გამოუშვებენ, მე შევალ პარლამენტშიო“, არა მგონია, მართალი იყოს. გამართლება არ აქვს ამისთანა დამოკიდებულებას“, – აცხადებს კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი, რომელიც დღეს გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

28 იანვარს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ.

იმავე საღამოს „მთავარი არხის“ ეთერში ივერი მელაშვილმა განაცხადა: „იმის გამო, რომ ვინმემ დამსახურება მიიწეროს, მე რაკი დავაყენე ეს საკითხი, აი, ამიტომ ახლა შევალ პარლამენტში, რაკი ჩემი ეს დააკმაყოფილა მთავრობამო, ვფიქრობ, არასწორია“.

მელშვილი ამბობს, რომ არ სურს, „ვინმეს ვაჭრობის საგანი“ იყოს: „დამოკიდებულება, „ივერი მელაშვილს თუ გამოუშვებენ, მე შევალ პარლამენტშიო“, არა მგონია, მართალი იყოს. გამართლება არ აქვს ამისთანა დამოკიდებულებას“, – განაცხადა მან.

„ამიტომ ვთხოვდი გინდა ელისაშვილს, გინდა ვინც გინდა იყოს: დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება“…

„თუ გინდათ, წამიყვანონ უკან. არ ვარ იმის მოხმრე, რომ მე გამომიყენოს ვინმემ და თქვას, ეს რომ გამოუშვეს, მაგიტომ პარლამენტში შევალო“, – განაცხადა მელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 20 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე: ეს არის მოლაპარაკების შედეგი

მასალების გადაბეჭდვის წესი