ახალი ამბები

ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე: ეს არის მოლაპარაკების შედეგი

28 იანვარი, 2021 • 724
ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე: ეს არის მოლაპარაკების შედეგი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ:

“ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 20 000-ლაროანი გირაოთი შეუცვალა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ . სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლებენ. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საგარაო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

საქალაქო სასამართლოსთან მელაშვილსა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქციით ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი