ახალი ამბები

მელაშვილს და ილიჩოვას გირაოს თანხას “სირცხვილია” შეუგროვებს – მაქარაშვილი

28 იანვარი, 2021 • 1258
მელაშვილს და ილიჩოვას გირაოს თანხას “სირცხვილია” შეუგროვებს – მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხის მობილიზებას “სირცხვილია” გაუწევს ორგანიზებას.

ამის შესახებ მაქარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლად გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დღეს მიიღო. სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ ცალ-ცალკე გირაო 20-20 ათასი ლარი შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გამაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელაშვილს გირაოთი შეუცვლიდნენ აღკვეთის ღონისძიებას, “ბინას ჩადებდა” და ასე გაათავისუფლებდა მეუღლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი