ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოს აპარატის უფროსი “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუს შემდეგ დაითხოვეს

28 იანვარი, 2021 •
აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოს აპარატის უფროსი “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუს შემდეგ დაითხოვეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელი ჯემალ გოგია მის თანამდებობიდან დათხოვნას “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუს უკავშირებს.

გამოცემასთან 15 იანვრის ინტერვიუში, სახელწოდებით “ჯემალ გოგია: სასამართლო სისტემის საქმიანობა შესაძლოა შემოწმების საგანი გახდეს”, ჯემალ გოგიამ რუსეთის ელჩის კომენტარს უპასუხა, როდესაც ელჩმა შეშფოთება გამოხატა რუსი ტურისტების, ბიზნესმენებისა და უბრალოდ რიგითი მცხოვრებლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და იმაზე, თუ როგორ განიხილავს აფხაზეთის სასამართლო სისტემა მსგავს საკითხებს”.

აღნიშნულ ინტერვიუში ჯემალ გოგიამ  არ გამორიცხა გარკვეული ხარვეზების არსებობა სასამართლოში საქმეების წარმოების პროცესში.

გოგია აცხადებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ, მანანა დელბამ ინტერვიუს შემდეგ მისგან თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვება მოითხოვა.

“ჩემი უარის შემთხვევში კი გამაფრთხილეს, რომ ჩემს დასათხოვნად სხვა მიზეზების პოვნაც არ იქნებოდა რთული”.

უკვე 26 იანვარს გოგიას აცნობეს, რომ მის მიერ დაკავებული შტატი სასამართლოს ოპტიმიზაციის ფარგლებში გაუქმდა.

გოგია “ეხოკავკაზასთან” საუბარში აცხადებს, რომ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზებს მიმართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი