ახალი ამბები

კორონავირუსი: 19 გარდაცვლილი და 723 ახალი შემთხვევა – 28 იანვარი

28 იანვარი, 2021 • 871
კორონავირუსი: 19 გარდაცვლილი და 723 ახალი შემთხვევა – 28 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალა 19 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132- PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  246 459-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 321 ,
  • აჭარა – 33,
  • იმერეთი – 121 ,
  • ქვემო ქართლი – 27,
  • შიდა ქართლი – 52,
  • გურია – 9,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78,
  • კახეთი – 42,
  • მცხეთა-მთიანეთი – 16,
  • სამცხე-ჯავახეთი -23,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 675 არის,  საიდანაც 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –    1 369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 49, იმერეთში – 163.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში – 127, აჭარაში- 2, იმერეთში – 19. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 – თბილისში, 115 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 9.

6 ოქტომბრიდან  27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 22 091 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 718 პირი, აჭარაში – 859, იმერეთში – 1 586.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  256 287-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 127 პირი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი