ახალი ამბები

ელჩის თქმით, საქართველო კოვიდვაქცინაზე მალტასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

27 იანვარი, 2021 • 1442
ელჩის თქმით, საქართველო კოვიდვაქცინაზე მალტასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით რომი) კოტე სურგულაძე ამბობს, რომ საქართველომ  ვაქცინის მიწოდებაზე ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო და დღემდე აგრძელებს მალტასთან კონსულტაციებს, სხვა ინფორმაცია კი ამ თემაზე სპეკულაციას წარმოადგენს.

მისი თქმით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო.

“საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოვიდ 19-ვის ვაქცინის მიპოვების მიზნით, ისევე როგორც უწყება ყიველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანზიაციებთან იმისთვის, რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის. მათ შორის, კოვიდ 19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩომ რომში, რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას, მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო კონსულტაციები მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე”, – აცხადებს ელჩი.

მისი თქმით, დეკემბერში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის.

“საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან. მოლაპარაკებებში თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღის მალტის მხრიდან ვაცქინების სათანადო რაოდენობა. საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და, შესაბამისად, გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას”, – აცხადებს კოტე სურგულაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ კორონავირუსის ვაქცინა მალტის მთავრობას სთხოვონ. სააკაშვილის თქმით, ევროკავშირისგან მალტამ ერთი მილიონი ვაქცინით მეტი მიიღო, ვიდრე მას სჭირდებოდა, რომლის განაწილებასაც ახლა უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის გეგმავს.

“რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?” – მიმართა ექსპრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას.

ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი