ახალი ამბები

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დავაკავეთ — შსს

26 იანვარი, 2021 • 607
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დავაკავეთ — შსს

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფრომაციით, ინსპექტორ-გამომძიებელი ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი