ახალი ამბები

როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება , სასწავლებლები უნდა ამოქმედდეს – გახარია

26 იანვარი, 2021 • 964
როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება , სასწავლებლები უნდა ამოქმედდეს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება , ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს. ამის შესახებ მან დღეს, 26 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის, რა თქმა უნდა განათლების, პირველ რიგში კი,დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით- ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი