ახალი ამბები

წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო მელიას მხრიდან – ბოკუჩავა

25 იანვარი, 2021 • 782
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო მელიას მხრიდან – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შეუძლებელია, ნიკა მელია ვინმეს დამუქრებოდა. როგორც მან “ტვ პირველს” უთხრა, თუ ეს ნამდვილად თქვა იაგო ხვიჩიამ, ამის დასაბუთება მოუწევს:

“პირდაპირ გეუბნებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო ნიკა მელიას მხრიდან. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, თავად ნიკა მელიასაც ექნება საშუალება, რომ გასცეს პასუხი. თუ ამას სერიოზულად ამბობს იაგო ხვიჩია, მაშინ ასეთ სერიოზულ ბრალდებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება. პოლიტიკურ ჭორაობაში ნამდვილად არ უნდ აგადავიდეს ოპოზიცია.”

ნეტგაზეთმა ნიკა მელიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ, მას დაემუქრა. ამის შესახებ ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, მასაც სურს გაარკვიოს, ენმ-ის თავმჯდომარე მართლაც ემუქრებოდა თუ არა:

“ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ, მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი”.

მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც – ხვიჩია

მასალების გადაბეჭდვის წესი