ახალი ამბები

Flydubai თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

25 იანვარი, 2021 • 607
Flydubai თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Flydubai საჰაერო მიმოსვლას განაახლებს დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით. ავიაკომპანია ფრენებს 28 იანვრიდან დაიწყებს და რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს.

“მიმდინარე წლის 28 იანვრიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. თებერვალში დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება”.

ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • დუბაი – თბილისი, ჩამოფრენა 15:50 (ადგილობრივი დრო);
  • თბილისი – დუბაი, გაფრენა 16:50 (ადგილობრივი დრო);
სააგენტოს ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა წარმოდგენილი განრიგით.  Flydubai საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.
22 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პირველი თებევრლიდან საქართველოში რეგულაური ფრენები აღდგება. მისი განმარტებითვე, პირველი თებერვლიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ამ დრომდე მოქმედებდა, ან ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის სურვლის გამოთქვამენ, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ გარკვეული სიხშირეებით.
პანდემიის დაწყებიდან მალევე საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარული ფრენები აკრძალა. ზაფხულში, როცა ქვეყანაში დაბალი იყო ინფიცირების მაჩვენებელი, მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ აგვისტოში სამი მიმართულებით დაუშვა. სხვა შემთხვევებში ძირითადად სრულდებოდა მთავრობის მიერ სუბსიდირებული ჩარტერული რეისები.

მასალების გადაბეჭდვის წესი