ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 — PCR ტესტით. შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 253 518-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 456 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 242 085-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა.
ინფიცირების 546 ახალი შემთხვევის გეოგრაფიული გადანაწილება შემდეგნაირია:
- თბილისი — 285 შემთხვევა,
- აჭარა – 30,
- იმერეთი – 80,
- ქვემო ქართლი – 21,
- შიდა ქართლი – 32,
- გურია – 14,
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31,
- კახეთი – 34,
- მცხეთა-მთიანეთი – 5,
- სამცხე-ჯავახეთი -14
საქართველოს მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 443 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 637 პირი კი საცხოვრებელ ბინაზე რჩება. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი.