ახალი ამბები

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

23 იანვარი, 2021
ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკელი ტელეწამყვნი ლარი კინგი 87 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

CNN-ის ცნობით, ლარი კინგს სხვადასხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა. მათ შორის, მე-2 ტიპის დიაბეტი. კინგს 2017 წელს ფილტვის სიმსივნეც დაუდგინდა, რის გამოც ოპერაციაც გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

კინგს COVID-19 თვის დასაწყისში დაუდგინდა და ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. ლარი კინგის ჟურნალისტური კარიერა 63 წელს და არაერთ ჯილდოს ითვლის. მას 25 წლის განმავლობაში მიჰყავდა საავტორო ტოკშოუ CNN-ზე.

გარდაცვლილის შვილის თქმით, ცნობილი ტელეწამყვანი დღეს დილით საავადმყოფოში დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი