ახალი ამბები

“ოცნების” პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო დააკომპლექტა

23 იანვარი, 2021 • 751
“ოცნების” პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო დააკომპლექტა

დღეს, 23 იანვარს “ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო დააკომპლექტა.

პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პოლიტიკური მდივანი კი  – ირაკლი ღარიბაშვილი. საერთაშორისო მდივნის პოსტს კახა კუჭავა დაიკავებს, რეგიონალურ მდივნად კი დიმიტრი სამხარაძე აირჩიეს. რაც შეეხება პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ამ პოზიციაზე საბჭომ მამუკა მდინარაძე აირჩია.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა აღნიშნულის გარდა სხდომაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე და ა.შ, რამდენადაც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პარტია ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ,

მასალების გადაბეჭდვის წესი