ადრეული მტკიცებულება მიანიშნებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, შესაძლოა უფრო მომაკვიდნებელი იყოს. ამის შესახებ, BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონს ნანახი აქვს მისი სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის მიერ შესწავლილი მონაცემები, თუმცა, BBC-ის ცნობით, ეს მტკიცებულება ამჟამად პირველად ეტაპზეა.
ამ დროისთვის კვლევებით უკვე დადასტურებულია, რომ ეს ვარიანტი წინამორბედზე უფრო გადამდებია. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ლონდონში იქნა იდენტიფიცირებული. ამის შემდეგ 50-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.
“გარდა იმისა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ახლა, როგორც ჩანს, ვლინდება მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი შესაძლოა ასოცირებული იყოს სიკდვილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან”, – განაცხადა ჯონსონმა.
მტკიცებულებას, რომლის შესახებაც ჯონსონი საუბრობს, საფუძვლად უდევს მათემატიკური ანალიზი, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ძველი ვარიანტით და ახლით.
პატრიკ ვალანსი, მთავრობის მთავრი სამეცნიერო მრჩეველი, ამბობს, რომ მომატებულ სიკვდილიანობაზე მტკიცებულება ჯერ “ძლიერი არ არის”. მისი თქმით, საჭიროა დამატებითი კვლევები.
BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე საუბრია იმის შესახებ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ძველთან შედარებით შესაძლოა,30 პროცენტით უფრო მომაკვდიენებელი იყოს. ანუ თუ ძველი ვარიანტი 1000 ინფიცირებულიდან 10 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა, ახალი ვარიანტის შემთხვევაში ეს რიცხვი 13 იქნება.
Financial Time-ის ინფორმაციით, ვაქცინის შემქმნელებმა უკვე შეისწავლეს ვირუსის რამდენიმე მუტაციის მიმართ ვაქცინის მდგრადობა. ფაიზერის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამის მიმართ, რომელიც B.1.1.7 სახელითაა ცნობილი და ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევდა, ვაქცინა ეფექტიანია. მსგავსი შედეგები აჩვენა მოდერნასა და ოქსფორდის ვაქცინებმაც, რომლებიც ასევე B.1.1.7 შტამზე შემოწმდა.
მეცნიერთა ჯგუფის შეშფოთებას იწვევს 501Y.V2 შტამიც, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის დროს გამოჩნდა.