ახალი ამბები

ჩვენს რეგიონში ახალმა კონფიგურაციამ ნატო-ს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიიპყროს — ზურაბიშვილი

22 იანვარი, 2021 • 1251
ჩვენს რეგიონში ახალმა კონფიგურაციამ ნატო-ს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიიპყროს — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასიის რეგიონში ახალი კონფიგურაცია აჩვენებს, რომ რეგიონის მიმართ ნატო-ს მხრიდან უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო.

ამის შესახებ მან  ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ახალ გამოწვევებთან ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოძრაობა და მეტი შემართება. რამდენიმე ფაქტორი გვიბიძგებს ამ მიმართულებით. ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მზად არის, დაადასტუროს თავისი კავშირები ნატო-სთან და თავისი ყოფნა ჩვენს რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ ახალი კონფიგურაცია ჩვენს რეგიონში, რომელიც გვაჩვენებს, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, კავკასია და შავი ზღვა მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოებისთვის და უნდა მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ნატო-ს მხრიდან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი