ახალი ამბები

“გათავისუფლების შეგრძნება” – ფაუჩი ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობაზე

22 იანვარი, 2021 •
“გათავისუფლების შეგრძნება” – ფაუჩი ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი აღარაა, თავს თავისუფლად გრძნობს, რათა გულწრფელად ისაუბროს კორონავირუსის შესახებ. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, მის მიერ გამართული პირველი პრესკონფერენციის დროს, ფაუჩიმ განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაცია აპირებს იყოს “აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და გულწრფელი”, განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან, რა დროსაც, ფაუჩისვე თქმით, იგი მოელოდა გარკვეულ შედეგებს/გამოძახილებს პანდემიაზე გულწრფელად საუბრის გამო.

“ეს იყო ძალიან ნათელი. საუბარი შეეხება ჰიდროქსიქლოროქსინსა და მსგავს შემთხვევებს, რაც ნამდვილად იყო არაკომფორტული, რადგან ეს ყოველივე არ იყო დაფუძნებული მეცნიერულ ფაქტებზე”, – განაცხადა ფაუჩიმ.

“აზრი, რომ შენ შეგიძლია ადგე და ისაუბრო იმის შესახებ, რაც ნამდვილად იცი, რაც არის მეცნიერული მტკიცებულება, არის გათავისუფლების შეგრძნება”, – თქვა ენტონი ფაუჩმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ენტონი ფაუჩის აკრიტიკებდა პანდემიის დროს, მისი თქმით, ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. იგი ცდილობდა არ დამორჩილებოდა ფაუჩის მიერ რეკომენდირებულ რეგულაციებს, თავდაპირველად არ ატარებდა ნიღაბს, საბოლოოდ კი თავადაც დაინფიცირდა კორონავირუსით.

აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე მედიისთვის მოწყობილ პრესკონფერენციებზე ტრამპი და ფაუჩი ერთად ჩნდებოდნენ. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგან უწევდა პრეზიდენტის მიერ ვირუსის შესახებ გაკეთებული არაზუსტი განმარტებების შესწორება.

ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ იგი მთავარი მრჩეველი გახდა სამედიცინო საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი