ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ საპროტესტო კარვებში მანქანით შეღწევასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ იანვარს მოხდა.
ხოშტარიას თქმით, პროკურატურა, რომელიც ვალდებულია, თავდასხმა და ძალადობა გამოიძიოს და აღკვეთოს, ამას ყურადღებას არ აქცევს.
“ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, რომ დაზარალებულთან ერთად პროკურორთან შევიდე და პასუხი მოვთხოვო”, — განაცხადა ხოშტარიამ.
პირველ იანვარს თელავის თეატრთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ორი პირი საპროტესტო კარვებში მანქანით შეეცადა შეღწევას, რის გამოც აქტივისტთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.