ახალი ამბები

თელავის პოლიციასთან აქციის მონაწილე დააკავეს

2 იანვარი, 2021 • 1044
თელავის პოლიციასთან აქციის მონაწილე დააკავეს

თელავის პოლიციის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს. აქტივისტები ადგილზე დღეს, 2 იანვარს შეიკრიბნენ.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შეკრებილები ქალაქის თეატრთან 1 დღით ადრე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ინციდენტისას ორი პირი მათ მიერ გაშლილ საპროტესტო კარვებში მანქანით შეეცადა შეღწევას, რის გამოც აქტივისტთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

ტელეარხის თანახმად, აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა პოლიციასთანაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და 1 პირი დააკავა.

შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ დაკავებულს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი